1771677490
ოქრო კვლავ ძვირდება - რა ღირს 1 გრამი საქართველოში
მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა 5.1 ათას დოლარს გადააჭარბა. კერძოდ, პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 5 106 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 110 დოლარით მატებაზე მიუთითებს.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში დღეს 347 ლარის ფარგლებში მერყეობს. აღსანიშნავია, რომ 20 თებერვალს 1 გრამის ფასი 443 ლარი იყო, რაც დღის ჭრილში ოქროს 4 ლარით გაძვირებაზე მიუთითებს












