რატომ არის მნიშვნელოვანი საქორწინო ბეჭდის ტარება
1771661323
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან - ლევან მაისურაძესთან ერთად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და მათ აღნიშნული სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ირაკლი ხუბულავა წარუდგინა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ხუბულავას წარმატებული საქმიანობა უსურვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეფექტურად უზრუნველყოფის, ასევე, საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, უკვე განხორციელებულ ღონისძიებებს და დაგეგმილ პროექტებს.
გეკა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.