მძიმე ტრავმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე - მეტოქის ციგურამ სპორტსმენს, თვალის არეში, სახე გაუჭრა

ტრავმა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, პოლონელმა ციგურით მორბენალმა კამილა სელიემ სერიოზული ტრავმა მიიღო. 1 500-მეტრიან რბოლაში, ის რამდენიმე მოწინააღმდეგესთან ერთად დაეცა და მეტოქის ციგურამ, მარცხენა თვალის არეში, სახე გაუჭრა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მილანის ყინულის არენაზე მომხდარი ინციდენტის დროს, სელიე 15-გზის ოლიმპიურ მედალოსან იტალიელ არიანა ფონტანასთან და ამერიკელ მოციგურავე კრისტენ სანტოს-გრისვოლდთან ერთად დაეცა.

ინციდენტის შემდეგ, რბოლა შეჩერდა, პოლონელს სპორტსმენს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შეჯახების კადრები მედიაში გავრცელდა, სადაც ინციდენტი დეტალურად არის ასახული.

პოლონელმა ოფიციალურმა პირებმა მოგვიანებით დაადასტურეს, რომ სელიეს თვალი არ დაზიანებულა.

ამასთან, სანტოს-გრისვოლდი უკანონო გასწრებისთვის რამაც შეჯახება გამოიწვია დაჯარიმდა. ამან მას მეოთხედფინალში გასვლაში ხელი შეუშალა.