პიზის მსოფლიოს თასზე ნინა თიბილაშვილმა ვერცხლი, გვანცა ზადიშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა

პიზის თასი

იტალიის ქალაქ პიზაში პარაფარიკაობის მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ხმლით ფარიკაობაში, ნინა თიბილაშვილი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი, გვანცა ზადიშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ფინალი ნინა თიბილაშვილმა პოლონელ კინგა დროჟთან დათმო. გვანცა ზადიშვილმა კი ქართული ნახევარფინალი თიბილაშვილთან ანგარიშით 14:15 დათმო და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.