ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შეცდომით მოკლეს! - გახსნილია 2003 წლის მკვლელობის საქმე
1771705778
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორი გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიას საქართველოს საზღვრები დატოვებული არ აქვს.
„მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბესარიონ ჟვანიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ. ბრალდების მხარემ მიიღო დადგენილება პიროვნების ძებნის თაობაზე. ჩვენი ინფორმაციით, მას საქართველოს საზღვრები დატოვებული არ აქვს. მაგრამ ყველა მიმართულებით მიმდინარეობს ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის და წარმოდგენის თაობაზე. მას შემდეგ თუ გამოიკვეთება ის არ იმყოფება საქართველოში და მიმალულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მიღებული იქნება გადაწყვეტილება მის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე“, - აცხადებს პროკურორი გია შაიშმელაშვილი.