ლევან ხაბეიშვილი როგორც იტყოდა, თქვენ ხართ კოლექტიური "ქურქუმალ ვაითი" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

კობახიძე

თქვენ ხართ კოლექტიური "ქურქუმალ ვაითი" და ამ "ქურქუმალ ვაითით", სადაც შეხვალთ 2024 წელს, ამას ნახავს საზოგადოება, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა კოლექტიურ ლევან ხაბეიშვილად და კოლექტიურ გიორგი ვაშაძედ.

"რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა კოლექტიურ ლევან ხაბეიშვილად და კოლექტიურ გიორგი ვაშაძედ. მგონი, ესეც ძალიან კარგი სტატუსია მათთვის. ეს არის კოლექტიური, როგორც ბატონი ლევანი იტყოდა, "ქურქუმალ ვაითი". თქვენ ხართ კოლექტიური "ქურქუმალ ვაითი" და ამ "ქურქუმალ ვაითით" სადაც შეხვალთ 2024 წელს, ამას ბუნებრივია, ნახავს ქართული საზოგადოება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.