სასაცილოა, რომ ადეიშვილის მოადგილე ეკითხება პრემიერს სასამართლო რეფორმაზე, ანტიკორუციულ კანონზე, დეოლიგარქიზაციაზე, დღემდე კეზერაშვილის ფულზე ზიხართ - კობახიძე გიორგი ვაშაძეს

ირაკლი კობახიძე

სასაცილოა, რომ ადეიშვილის მოადგილე ეკითხება პრემიერს სასამართლო რეფორმაზე, ანტიკორუციულ კანონზე, დეოლიგარქიზაციაზე, დღემდე კეზერაშვილის ფულზე ზიხართ,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ დღეს პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გიორგი ვაშაძის უშუალო უფროსი ცნობილი იყო იმით, რომ ბიზნესს ყოველდღიურად აყაჩაღებდა.

"თქვენი დემოკრატია რაც იყო, ქართველმა ხალხმა თავის თავზე გამოსცადა. თქვენ დროს ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, ყველა მედია ერთ ხელში იყო მოქცეული, ბიზნესის რეკეტი. ადეიშვილის მოადგილე აქ გვესწრება, მისი უშუალო უფროსი ცნობილი იყო იმით, რომ ბიზნესს ყოველდღიურად აყაჩაღებდა. ადეიშვილის მოადგილე დღეს სვამს კითხვებს ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე, სასამართლოზე, დეოლიგარქიზაციაზე, კეზერაშვილის ფულზე ზიხარ ახლაც, სირცხვილია. თქვნ, რადიკალური ოპოზიცია ხართ კოლექტიური გიორგი ვაშაძე, კოლექტიური ლევან ხაბეიშვილი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.