რაც თქვენ მიუშვირეთ რუსებს 2008-ში, ის მიუშვირა ჯაფარიძემ მოგვიანებით - კობახიძე ოპოზიციას

თავმჯდომარე

რაც თქვენ, ყველამ ერთად, მიუშვირეთ რუსებს 2008 წელს, ის მიუშვირა მან მოგვიანებით, როგორც "გირჩის" წარმომადგენელმა, - ასე მიმართა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციას.

"თქვენ განაცხადეთ, რომ ჩვენ ვუკავშირებთ ერთმანეთს ომს და კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამ დროს თქვენი „ტროიკის“ წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც განაცხადა შემდეგი: რომ კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება იყო პასუხი კითხვაზე - „აბა ომი გინდათო“? ზურა გირჩი ჯაფარიძემ, რომელიც თქვენი „ტროიკის“ წარმომადგენელია განაცხადა, რომ ომში არ ჩართვის გამო არ მოგვენიჭა ჩვენ კანდიდატის სტატუსი. ეს განაცხადა ზურა ჯაფარიძემ, რომელიც ცნობილია იმით, რომ არ ვიტყვი, რა მიუშვირა რუსებს თავის დროზე. რაც თქვენ ყველამ ერთად მიუშვირეთ რუსებს 2008 წელს, ის მიუშვირა მან მოგვიანებით, როგორც „გირჩის“ წარმომადგენელმა. ეს არის თქვენი დამოკიდებულება რუსეთთან - იმის მიშვერა, რაც არ შეიძლება რუსებს მიუშვირო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.