ზოდიაქოს 5 ნიშანს, 15 მარტიდან 28 აპრილამდე ფინანსური წარმატება ელოდება
1773260300
ის გამოსვლები, რომლებსაც დღეს ამ პლენარულ სხდომაზე ვისმენ, არ მგონია, რომ საერთოდ ეხმარებოდეს საქართველოს, პირიქით - 2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, არა მხოლოდ ამ პლენარულმა სხდომამ, არამედ ბევრმა სხვა პარლამენტმა მთელ მსოფლიოში მრავალი რეზოლუცია წარადგინა და გაგზავნა და მეტი არაფერი. საბოლოო ჯამში, იმ დროს ქართველი ხალხი იყო ის, ვინც გადაიხადა ფასი იმისთვის, რომ მათმა ქვეყანამ დასავლური გზა აირჩია, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, კრისტიან ტერეშმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.
„ახლა კი, 2019 წლიდან, მას შემდეგ, რაც მე ამ პლენარული სხდომის წევრი ვარ, ყოველთვის, როდესაც საქართველოს საკითხს განვიხილავთ, ჩვენ მხოლოდ ვაკრიტიკებთ საქართველოს. ვაკრიტიკებთ საქართველოს იმის გამო, რომ ქართველმა ხალხმა კონკრეტული მთავრობა აირჩია; ვაკრიტიკებთ საქართველოს ამა თუ იმ მიზეზის გამო. მაგრამ ნება მომეცით გკითხოთ: სად იყავით 2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს? რა გააკეთეთ თქვენ და რა გავაკეთეთ ჩვენ ყველამ 2008 წლის შემდეგ რუსეთის შესაჩერებლად, გარდა უბრალო განცხადებების გავრცელებისა?
თქვენ ამტკიცებთ, რომ ხალხი საქართველოში ახლა დაპატიმრებულია; შესაძლოა ეს სიმართლეცაა, მაგრამ თუ ჩვენ არ გვექნება კომუნიკაცია მთავრობასთან, როგორ ფიქრობთ, შევძლებთ ამ ხალხის დახმარებას? ამიტომ, მე მოვუწოდებ არა დისკუსიის აკრძალვისა თუ შეწყვეტისკენ, არამედ მათთან ხელახალი ჩართულობისკენ, რათა გადაიჭრას ყველა პოტენციური პრობლემა“, - აღნიშნა მან.