სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი
1781856283
ამ რეზოლუციას აქვს რასა იუკნევიჩიენეს ფასი. ამ ტექსტში ამოვიკითხავთ ისევ იმ დესტრუქციას, მბრძანებლურ ტონს, ორმაგ სტანდარტს, სიცრუეზე დაფუძნებულ გამოგონილ ფაქტებს და აღქმებზე დაფუძნებულ ტყუილებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, რეზოლუცია თავიდან ბოლომდე გაჯერებულია სიცრუით.
„მერამდენე რეზოლუციაა ნამდვილად ვეღარ ვთვლით. რას ვკითხულობთ ამ ტექსტში?! - ამოვიკითხავთ ისევ იმ დესტრუქციას, ამოვიკითხავთ ისევ მბრძანებლურ ტონს, ორმაგ სტანდარტს, ამოვიკითხავთ სრულიად აბსურდულ, სიცრუეზე დაფუძნებულ გამოგონილ ფაქტებს და აღქმებზე დაფუძნებულ ტყუილებს. ასე რომ სააკაშვილის პარტიის დე ფაქტო წევრი და წევრები მერამდენე რეზოლუციას დააინიციირებენ ამას ჩვენთვის რისი ფასი აქვს, გითხარით.
როდესაც ორმაგ სტანდარტზე ვსაუბრობთ, ერთი მხრივ ისინი გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე პოლარიზაცია ღუპავს ყველა განვითარებულ ქვეყანას. ამ დროს თავისი ხელით ყველაფერს აკეთებენ, რომ კერძოდ, კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ არაერთ ქვეყანაში, რომელიც სურთ, რომ გახდეს პროქსი სახელმწიფო, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი პოლარიზაციას, სეგრეგაციას საზოგადოებაში. დაყონ მაქსიმალურად, მაქსიმალურად დაამძიმონ სიტუაცია. ეს ერთ-ერთი პუნქტიც ვიზებთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ თავიანთ აგენტურულ ქსელს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა, ხოლო დანარჩენ საზოგადოებას საზოგადოებად არ თვლიან, ეს არახალია ჩვენთვის“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.