სალუქვაძე

„კიდევ ერთხელ, დაამტკიცეთ, რომ ხართ დეზინფორმაციის, სიცრუის, სიძულვილის და ზიზღის წყაროები“ - ამირან სალუქვაძე ოპოზიციას

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ბრიუსელში დაგეგმილ პრემიერ მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრას ეხმაურება.

სალუქვაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ ფაქტი კიდევ ერთხელ გამოიყენა დეზინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის. 

„NATO-მ დადო თავის გვერდზე: ნატოს გენმდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდება. ცოტა მეტი ინფორმაცია მაქვს, სად და როგორ შეხვდება და აშკარად გეწყინებათ, ზოგიერთებს.

მოკლედ, ოპოზიცია კი არა, დივერსანტები ხართ, ფსევდო მედასავლეთეები და ჩასაფრებულები, ფეხის დასადებად. კიდევ ერთხელ, დაამტკიცეთ, რომ ხართ დეზინფორმაციის, სიცრუის, სიძულვილის და ზიზღის წყაროები. ბორჯომის ტყის ხანძარი გახსოვთ, ჩააქრეს ამათიო“, - წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე.

მთავარი სიახლეები