ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ნატოს გენმდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა

ირაკლი ღარიბაშვილის იენს სტოლტენბერგი

​საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა.

ნატოს გენერალურ მდივანს დღეს დილით მხოლოდ ერთი შეხვედრა ჰქონდა და დღის განმავლობაში დაგეგმილი სხვა შეხვედრები გაუქმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

შეგახსენებთ, რომ იენს სტოლტენბერგს ცოტა ხნის წინ კოვიდი ჰქონდა, რის გამოც რამდენიმე დღის წინ დაგეგმილი მისი ვიზიტი ბერლინში არ შედგა, ასევე, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ნატოს გენერალური მდივნის ნაცვლად, მისი მოადგილე დაესწრო.