„ნუ ეტყვით ამას ადამიანს, რომელმაც ყველაფერი დაკარგა!“ - ილია თოფურიას ყოფილი მეუღლის მიმართვა
1782848950
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი დღეს საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
„შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ ელჩს გააცნო თავისი ხედვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლზე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ევროინტეგრაციის ძირითადი წინაპირობაა და ამ თვალსაზრისით არსებული გამოწვევები განიხილა; ასევე, ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევის მნიშვნელობას საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.