განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
ახალი, 2023 წლის დადგომა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, გიორგი გოგოჭურმა მიულოცეს.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფს მიმართეს, სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული წელი უსურვეს.