განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დეპუტატ ირაკლი ხახუბია გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ძალიან მიმძიმს, სამძიმრის სიტყვები მივუძღვნა მეგობარს, თანაგუნდელს, თანამებრძოლს, საუკეთესო ადამიანს - ირაკლი ხახუბიას.
ირაკლის სახით, მე დავკარგე საიმედო და ერთგული მეგობარი, რომლისთვისაც ღირსება და ქვეყნის სიყვარული იყო უპირველესი.
ვუსამძიმრებ ირაკლის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს, კოლეგებს, მთელ საქართველოს“,- წერს კახა კალაძე.
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი თბილისში, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს. მისი ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.