24-წლიანი ტყვეობა და მამისგან გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ისტორია
1730390148
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი თბილისში, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს. მის საცხოვრებელ სახლში ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.
ახლობლების ინფორმაციით, ირაკლი ხახუბიას 2017 წლიდან, შვილის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
5 წლის წინ მომხდარმა საბედისწერო შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა.
21 წლის ბექა ხახუბიას, რომელიც მაგისტრალზე სწრაფი სიჩქარით მოძრაობდა და რომელიც საპატრულო პოლიციას არ დამორჩილდა, გზა სატვირთო ავტომობილით გადაუკეტეს, თუმცა გვირაბიდან გამოსულმა ხახუბიამ ავტომობილის შეჩერება ვეღარ შეძლო და სატვირთოს დიდი სისწრაფით დაეჯახა.
ხახუბია ადგილზე გარდაიცვალა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს კი ბრალი უფლებამოსილების გადამეტებისა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით წარუდგინეს.
იმავე დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების უკანონო ქმედებას ემსხვერპლა. ამაზე თვითმხილველების ჩვენებებიც მოწმობს.
„დილის 4 საათი იყო. ტრაილერი გორის გასასვლელში, გვირაბთან მქონდა გაჩერებული და მეძინა. პატრულ–ინსპექტორმა გამაღვიძა, გზა გადამიკეტეო. რატომ მეთქი და რომ გეუბნები, გზა გადაკეტეო. დავქოქე მანქანა, გზა გადავკეტე, ჩამოვედი, მივედი პატრულთან და ვეკითხები, რატომ გადამაკეტინე მეთქი. მოცილდი აქედანო. ევაკუატორს გააჩერებინეს ჩემ წინ, გვერდით, დააკეტინეს გზა, რომ არ გამძვრალიყო“, – ამბობს გიორგი ღლონტი.
მაშინ ევაკუატორის მძღოლის რომან ნოდიას ჩვენებაც გავრცელდა.
„პატრულს ფანჯრიდან გავძახე, რა ხდება უფროსო, ხომ მშვიდობაა მეთქი. გააჩერეო, ხელმეორედ დამიძახა, დამიყვირა იქიდან და ხელის მუხრუჭი ამოვწიე, გავაჩერე და ჩასვლა მინდოდა, რა ხდება, გავარკვევ-მეთქი. უკნიდან მაგრად დამარტყა ვიღაცამ და ტრაილერს შეასკდა, რომელიც ჩემ წინ იდგა. მე რომ 100 კილომეტრ საათი სიჩქარით მევლო, ვერც მე გავაჩერებდი მანქანას, დავეჯახებოდი მეც ტრაილერს. მე მოვდიოდი 40-50 კმ სთ სიჩქარით“, – აღნიშნა რომან ნოდიამ.