შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ნათურა

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ნოემბერს, 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბულაჩაური, კოჭობის აგარაკები, მლაშე, ყარსიმაანთკარი, ბოდორნის აგარაკები, მისაქციელი, ნაგლიანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, სასხორი, კასუმლო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

✕