გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
1779282339
პრემიერ-მინისტრის წერილი იმ უმსგავსობაზე იყო, რაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ხდება, სადაც დღისით და მზისით აქტივისტებს პოლიცია ხელკეტებით დაუპირისპირდა და ძაღლები მიუსია, ამაზე რეაგირება არც ერთმა საჯარო პირმა არ მოახდინა, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიუთითებს ევრობიუროკრატებისა და ევროჩინოვნიკების უსამართლობაზე, ორმაგ სტანდარტსა და უნამუსობაზე.
„ჩვენთან რომელიმე აქტივისტს ფეხი რომ გადაუბრუნდეს, ჯერ უსამშობლოების ადგილობრივი წარმომადგენლობა და შემდეგ მათი პატრონები ბრიფინგს ბრიფინგზე გამართავენ. შემდეგი ტალღა იქნებოდა ელჩების განცხადებები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობას ვერ იტანენ. მესამე ტალღა იქნებოდა ევროჩინოვნიკების – რაისა კომუნისტკას, კუბილიუსა ვარსკვლავთმრიცხველის, თავქარიანი კალასი და უილსონის განცხადებები. უილსონმა თქვა, საქართველო ანაკლიის გავლით რუსეთს იარაღს აწვდისო. აი, ამ კომპეტენციის, მიდგომის და შემართების ადამიანები დაეწყობოდნენ და დაგმობდნენ საქართველოს ხელისუფლებას. იქ, სადაც ეს ტრაგედია ტრიალებდა, ამაზე დღემდე ხმა არ ამოუღიათ და არც შეიმჩნიეს. ეს არის მათი უსამართლობის და ორმაგი სტანდარტის ლუსტრაცია. გერმანიის ელჩი გარბოდა და ჟურნალისტებს ემალება, რომ ამ თემაზე არ ეპასუხა. სად არის ჰერჩინსკი? – გამოვიდეს, აბა. ევროკავშირის წარმომადგენელი ხომ არის საქართველოში? ის, რაც დანიაში მოხდა, დაგმო? – დაგმობს და მასაც დაგმობენ. ეს კიდევ ერთი ლუსტრაციაა, რომ არაფერს წარმოადგენს. საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გალაშქრებას ვხედავდით, რომ ლეგიტიმური ხელისუფლება ჩამოენგრიათ და ისეთი მარიონეტები დაესვათ, როგორც კიშინიოვს, მოლდოვას და ასეთ უსამშობლოებს ჰყავთ. ეს არის ჩვენი პოზიცია. კიდევ ერთხელ ნიღაბი ევრობიუროკრატებს, მათ უსამართლობას და უნამუსობას ჩამოვხსენით“, – განაცხადა ზარქუამ.