ვრცელდება „ამერიკელი ნოსტრადამუსის“ წინასწარმეტყველება 2028 წლისთვის
1793648400
დიდ ცვლილებას არ ველოდები გაფართოების შარშანდელ ანგარიშთან შედარებით, რეკომენდაციების გათვალისწინება დამოკიდებული იქნება რეკომენდაციების შინაარსზე, რეკომენდაციას იმიტომ ჰქვია რეკომენდაცია, რომ ადამიანმა უნდა იმსჯელოს და ამის მიხედვით უნდა იმოქმედოს, ეს ხომ დირექტივა არ არის , - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული მხარე გაეცნობა თითოეულ რეკომენდაციას და ეროვნული ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს.
„დიდ ცვლილებას არ ველოდები გაფართოების შარშანდელ ანგარიშთან შედარებით. რეკომენდაციების გათვალისწინება დამოკიდებული იქნება რეკომენდაციების შინაარსზე. რეკომენდაციას იმიტომ ჰქვია რეკომენდაცია, რომ ადამიანმა უნდა იმსჯელოს და ამის მიხედვით უნდა იმოქმედოს. ეს ხომ დირექტივა არ არის. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დირექტივებზე, დირექტივები გვახსოვს თავის დროზე მოსკოვიდან, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით. თუ რეკომენდაციებზეა ლაპარაკი, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და იმსჯელოს ამ რეკომენდაციების შინაარსთან დაკავშირებით. ჩვენ ყურადღებით გავეცნობით თითოეულ რეკომენდაციას, სადაც გასათვალისწინებელი იქნება, გავითვალისწინებთ და სადაც ვნახავთ, რომ კონკრეტული რეკომენდაცია ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, იქ ვიმოქმედებთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერმა.