ცნობილია, UFC-ის სკანდალურ საქმეზე დაკავებულების ვინაობა - რა წერია FBI-ის ფაილებში
1781898735
მოვა დრო და ყველა გაითვალისწინებს, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კანონებს არ იღებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ ქაღალდზე ეწეროს, არამედ მათ აღასრულებს.
„ევროპისა და საქართველოს პრაქტიკას თუ შევადარებთ ერთმანეთს, მერე იმ სპეცოპერაციას კიდევ ერთხელ თუ ვანახებთ ჩვენს საზოგადოებას, რაც ხშირად სხვადასხვა სოციალურ ქსელში გვხვდება და არაერთხელ გაშუქებულა მედიასაშუალებითაც, სანქციებთან მიმართებით საქართველოში სამოთხეა.
რაც შეეხება სიძულვილის ენას და მის ტირაჟირებას, ცოტა ხნის წინ ვახსენე პოლარიზაცია, სეგრეგაცია, სწორედ პოლარიზაციის, სეგრეგაციის, საზოგადოების დაყოფის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია სიძულვილისა და ბოროტების ენის წახალისება. სოციალურ ქსელში, აქციაზე შეურაცხყოფის მიყენება, ოჯახზე შეურაცხყოფის მიყენება... ყველაფერი. რაც ჩვენ ვნახეთ წლების განმავლობაში. ეს ხომ დადგმულია, ეს ხომ იმ დიდი გენერალური სცენარის მნიშვნელოვანი პუნქტია, რომელიც ბევრი მიმართულებით გამოიყენება. ჩვენს ქვეყანაშიც ვნახეთ, რომ ეს არის გამოწვევა და ამ გამოწვევას ვპასუხობთ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.