გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის პირველი სესიის - „მშვიდობა და უსაფრთხოება“ თანათავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.
დღეს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იმართება ევროკავშირის მიერ ინიციირებული ახალი პლატფორმის პრაქტიკული რეალიზაცია, რომელსაც ეწოდება - „ევროპული პოლიტიკური გაერთიანება“. მასში 44 ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ.
ევროკავშირის მიერ ინიციირებულ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტი 6-7 ოქტომბერს ჩატარდება და მასში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში მაღალი დონის თემატური დისკუსიები გაიმართება.