საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანა აიკრძალება
1770886789
სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის რეპუტაცია ნულამდე დავიდა, ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ ამერიკის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ 66 საერთაშორისო ორგანიზაცია დატოვოს, მიზეზად დაასახელა, რომ ისინი არიან უსარგებლო, უშედეგო და დამაზიანებელი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხარო მოცემულობაა, რომ აღნიშნული ორგანიზაციები აქამდე მივიდნენ.
„უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ეუთო/ოდირი საქართველოში არაერთხელ ჩამოსულა, არაერთხელ ყოფილა უსამართლო კრიტიკის მსხვერპლი. ეუთო-ოდირმა საპარლამენტო არჩევნებზე ობიექტური დასკვნა დაწერა და „დიფ სთეითმა“ ეს ობიექტური რეალობა თავხე გადაახია. შემდეგ, იძულებული გახდნენ, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გადაედოთ და ა.შ. გენერალური მდივანიც კი უსამართლო კრიტიკის ობიექტი გახდა. ახლა რა უნდა გვიკვირდეს? – ხელისუფლებას პრინციპულად დგომა ისევ მოუწევს, რადგან ასეთი სახის ორგანიზაციებს არ უნდა შევუშინდეთ. ნარატივი ჩამოვალთ, შეგამოწმებთ, მგონი, უკვე ათჯერ შეგვამოწმეს და აქეთ იღებენ კონსულტაციებს იმ კანონმდებლობის მიღებისთვის, რის გამოც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვგულისხმობ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.