ღალატით დაფეხმძიმებული ქვეყანა, აი ეს არის საქართველო - გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე

ღალატით დაფეხმძიმებული ქვეყანა, აი ეს არის საქართველო, - ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ ერთ-ერთი არხის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად ეშინია უკრაინის არმიის გამარჯვების, ეშინიათ სტრასბურგის, სააკაშვილის, აქციებისა და რუსეთის დამარცხების.

„სულ შიშებში არიან. შიში კონტროლირებადი გრძნობაა. მთელი უბედურება მათი ის არის, რომ არ იციან გამოსავალი სად აქვთ. „ილიადან“ და ჰომეროსიდან დავიწყოთ. შიში იწვევს ასეთის სისულელეების ჩადენას“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ