1770841551
გეკა გელაძემ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე გეკა გელაძემ თანამშრომლებს დეპარტამენტის დირექტორის ახლად დანიშნული მოადგილე, თეიმურაზ კუპატაძე წარუდგინა და მას წარმატებული საქმიანობა უსურვა.
თეიმურაზ კუპატაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ალადაშვილმა შეცვალა.











