საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანა აიკრძალება
1770886789
„იგლ ჰილსის“ პროექტში გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 იყიდეს უცხოელებმა, აქედან არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა მხოლოდ რვა ბინა შეიძინეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტში ქართველები ბინების ყიდვას ვერ შეძლებდნენ, არ გამართლდა.
„იგლ ჰილსის“ პროექტში წინასწარი გაყიდვები დაიწყო, კონკრეტულად კრწანისის ტერიტორიაზე. ოპოზიციას ჰქონდა ნათქვამი 15 ათას დოლარიანი ფასი, ინვესტორზე უკეთ უკეთ იცოდნენ, რა ფასით გაიყიდებოდა ბინები, თუმცა ოპოზიციის ანონსის საწინააღმდეგოდ, საწყისი ფასი იყო 1 650 დოლარი. დაახლოებით ათჯდერ ასცდნენ იმ რეალობას, რაც იყო დაგეგმილი. ეს ბინები საშუალო ქართველი მყიდველისთვისაც იყო ხელმისაწვდომი. გახსოვთ, რამხელა კამპანია იყო აგებული ამ თემაზე. ცნობილი არაბიზაციის ტერმინი შემოიტანეს და ა.შ. აცხადებდნენ, რომ პრაქტიკულად ქართველები ვერ იყიდდნენ ბინებს და მთლიანად გაიყიდებოდა არაბებზე, ასეთი სტიგმატიზაციის მცდელობა ჰქონდათ. მთლიანად არაბები იყიდნენ ბინებს, ასეთი იყო ოპოზიციის პროგნოზი. გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 უცხოელებმა. რომ არა ის ისტერიული კამპანია, რომელსაც აწარმოებდნენ ჩვენი ოპონენტები, ქართველი მყიდველების წილი, დარწმუნებული ვარ, ბევრად მაღალიც იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს წილი გაიზრდება. დანარჩენს დავაკვირდებით. რაც შეეხება ე.წ. არაბიზაციას, არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა 257 ბინიდან მხოლოდ რვა ბინა შეიძინეს, რაც ნიშნავს, რომ არაბიზაციის დაანონსებული პროცესი იმთავითვე ჩაუვარდა ჩვენს ოპოზიციას. მინდა, ყველას შევახსენო, ეს უპრეცედენტო ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკას გაამდიდრებს 11 მილიარდი ლარით და ბიუჯეტს ყოველწიურად შემატებს საშუალოდ შვიდ მილიონ ლარს. საბოლოო ჯამში, ეკონომიკის განვითარება აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.