პოლონეთის პრეზიდენტი ტრამპს პოლონეთში 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილების გამო მადლობას უხდის

პოლონეთის პრეზიდენტი

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს პოლონეთში 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს პოლონეთთან მეგობრობის გამო და იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლის პრაქტიკულ მნიშვნელობას დღეს ძალიან მკაფიოდ ვხედავთ“, - დაწერა ნავროცკიმ სოციალურ ქსელში.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მუდამ დაიცავს „აშშ-პოლონეთის კავშირს“.

„კარგი კავშირი ის არის, რომელიც დაფუძნებულია თანამშრომლობაზე, ურთიერთპატივისცემაზე და ჩვენი საერთო უსაფრთხოებისადმი ერთგულებაზე“, - დასძინა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ტრამპმა გუშინ თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის.