ევროპარლამენტში სააკაშვილს ყველამ მისცა რეკომენდაცია, არ შესულიყო ქვეყანაში არალეგალურად - ნაჩო სანჩეს ამორი

ნაჩო სანჩეს ამორი

უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილს ყველამ მისცა რეკომენდაცია, არ შესულიყო ქვეყანაში არალეგალურად, ეს გადაწყვიტა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რამაც შექმნა ვითარება, რომლის მოგვარებასაც ახლა ვცდილობთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, სააკაშვილის ქვეყნის საზღვრებს გარეთ მკურნალობა მნიშვნელოვანია და ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში უფრო ნორმალიზებული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას.

„ევროპარლამენტის წევრები ხედავენ, რომ პოლარიზაცია საქართველოს უზარმაზარი პრობლემაა. საქართველოში ეს აშკარად აისახება სააკაშვილის მდგომარეობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს განზრახ პროვოცირებული იყო. ამ პარლამენტში ყველამ მისცა რეკომენდაცია სააკაშვილს, რომ არ შესულიყო ქვეყანაში არალეგალურად, ბატონმა სააკაშვილმა ეს გადაწყვიტა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რამაც შექმნა სიტუაცია, რომლის მოგვარებასაც ახლა ვცდილობთ. თუმცა, ჩემი ჯგუფი იმეორებს იმ პოზიციას, რომელიც წარსულში გამოვთქვით, გვსურს, ვიხილოთ სასჯელის აღსრულების შეჩერება, რათა სააკაშვილს ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ქვეყნის ფარგლებს გარეთ უმკურნალონ. ეს იმიტომაც არის საჭირო, რომ ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს უფრო ნორმალიზებული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას პოლარიზაციის დაბალი დონით და მეტი პოლიტიკური ენერგიით, რომელიც ორიენტირებული იქნება ევროკავშირზე“, – განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.