ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასების ანალიზით, შიდა ბაზრის სექტორში საქართველო ტრიოს ქვეყნებში ლიდერობს

evrokavshiri saqartvelo

ევროკავშირში წევრობის კითხვარის მეორე ნაწილზე ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასების ანალიზის თანახმად, საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა შიდა ბაზრის სექტორში.

ანალიზის თანახმად, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, საქართველო პირველ ადგილზეა 18 ქულით, უკრაინა მეორე ადგილზე - 17 ქულით, ხოლო მოლდოვა მესამეზე - 15 ქულით.

შიდა ბაზარი, მოიცავს საქონლის თავისუფალ გადაადგილებას, მუშახელის თავისუფალ გადაადგილებას, დაფუძნების უფლებას და სერვისების მიწოდების თავისუფლებას, კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას, მეწარმეობის შესახებ კანონმდებლობას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ კანონმდებლობას, კონკურენციის პოლიტიკას, ფინანსურ სერვისებს, მომხმარებლების და ჯანმრთელობის დაცვას.

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა.