1784279625
ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი პოლონეთის მთავრობას ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და პრაგმატული პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს
პოლონელი ევროპარლამენტარი ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი პოლონეთის პრემიერს დონალდ ტუსკსა და მის მთავრობას ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოსთვის სასარგებლო პრაგმატული პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს.
ევროდეპუტატი აღნიშნავს, რომ პოლონეთი უკრაინას საკუთარი უსაფრთხოების დაზიანების ხარჯზე არ უნდა დაეხმაროს, არ უნდა მიაწოდოს უსასყიდლოდ პატრიოტის რაკეტები და კიევის დასახმარებლად პოლონელი გადასახადების გადამხდელთა დამაზიანებელი სესხი არ უნდა აიღოს.
ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლონეთის მთავრობა უმოქმედოა მაშინ, როდესაც ევროპის სულ უფრო მეტი ქვეყანა უარს აცხადებს 140 მილიარდი ევროს ოდენობის უკრაინის დახმარების ახალ პაკეტში მონაწილეობაზე.
„სულ უფრო მეტი ქვეყანა აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინისთვის განკუთვნილ ახალ, 140 მილიარდ ევროიან დახმარებაში ან წყვეტს სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას. ტუსკის მთავრობა კი ყველაფერზე თანხმდება არაფრის სანაცვლოდ. ჩემი აზრი თავიდანვე უცვლელი რჩება - საკმარისია ეს წაგებიანი თამაში და დახმარება არაფრის სანაცვლოდ! სხვა ქვეყნებმა იციან, როგორ იყვნენ თავდაჯერებულები და პრინციპულები და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. ყოველი მხარდაჭერა მიბმული უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოსთვის კონკრეტული სარგებლის მიღებაზე“, - წერს ევროპარლამენტარი.










