თუ ყოველ ღამე ერთსა და იმავე დროს გეღვიძებათ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ
1784238239
ნუცა ბუზალაძის კარიერულ ცხოვრებაში დიდი სიახლეა. მომღერალი, რომელიც უკვე ერთი წელია, აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს, ახლახან „გრემის“ აკადემიის წევრი გახდა.
ამ წარმატების შესახებ ნუცა fortuna.ge-ს უყვება.
22 აგვისტოს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, ამერიკელი და ქართველი მუსიკოსებით დაკომპლექტებული ბენდის თანხლებით, ნუცა ბუზალაძე სოლოკონცერტს გამართავს.
- როცა მოგივიდა მეილი, სადაც გაცნობეს, რომ „გრემის“ აკადემიის წევრი გახდი, მეუღლეც ხომ იყო შენ გვერდით?
- მეუღლეც ჩემთან ერთად იყო, მაგრამ არ იცოდა, რომ ერთი წელია, ამაზე ვმუშაობ. წევრობა რომ მინდოდა, მისთვის არ გამიმხელია. ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. ამაყობს და ძალიან უხარია, მაგრამ მიღწეულის გამო არასდროს გამოხატავს დიდ ემოციებს. პირიქით, უნდა, რომ მეტი და მეტი გავაკეთოთ და მეტს მივაღწიოთ
„დენი, პირველ რიგში, ჩემი საუკეთესო მეგობარია. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, გაგებით ეკიდება ჩემს ხასიათს, რომელიც ძალიან კარგად იცის უკვე, რადგან სამი წელია, ჩემი აგენტია. პირიქით, უნდა, რომ ხელი შემიწყოს. თუ მჭირდება ბედნიერებისა და კარგად ყოფნისთვის ჩემს ქვეყანაშიც ვიყო და ამერიკაშიც, მაშინ მისთვის ეს მისაღებია“,- ამბობს ნუცა ბუზალაძე.