1784020802
„22:10:07-ზე, დიდი სიჩქარით შემოდის ავტომობილი...“ - ადგილობრივი მედია, ტრაგედიაზე, რომელმაც დედა და 3 წლის ბავშვი შეიწირა
ტელეკომპანია „თრიალეთი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს კადრებს, რომელშიც, 13 ივლისს, გორში, ტრაგედიამდე 35 წამით ადრე, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული საგზაო მოძრაობაა ასახული.
„გორი, 2026 წლის 13 ივლისი - ვიდეოში ასახულია ტრაგედიამდე 35 წამით ადრე ჭავჭავაძის გამზირზე არსებული საგზაო მოძრაობა. კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ავტომობილები აღნიშნულ მონაკვეთზე ჩვეულებრივი სიჩქარით. 22:10:07-ზე კი, კადრში დიდი სიჩქარით შემოდის ავტომობილი, რომელმაც რამდენიმე წამში დედა და 3 წლის ბავშვი შეიწირა“, - აღნიშნულია ვიდეოს აღწერაში.
13 ივლისს, გორში მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარმა საქართველო შეძრა. ავარიის ადგილიდან, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დედა მალევე გარდაიცვალა. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, ვერც 3 წლის გოგონას გადარჩენა მოხერხდა.









