ცნობილია, გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
1784008972
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი - ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მათ შორის ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია, ჯამში, 28 პირი.