ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა ახალშენის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო, მათი პრობლემები მოისმინა და ერთად იმსჯელეს პრობლემების მოგვარების გზებზე

მამუკა გელაშვილი

“ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პროპორციული სიის წევრებთან, ახალგაზარდული ორგანიზაციისა და შტაბის წარმომადგენლებთან ერთად, ე.წ ახალშენის დასახლებაში სამი შეხვედრა გამართა.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო, მათი პრობლემები მოისმინა და ერთად იმსჯელეს პრობლემების მოგვარების გზებზე. გელაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში აღნიშნულ ქუჩებზე არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რუსთაველის ქუჩაზე თერთმეტი მრავალბინიანი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა, მოეწყო რეკრეაციული ზონები, სპორტული მოედნები, გზები, გარე-განათება და სხვა.