ნაძვის ხის დადგმის საუკეთესო თარიღები დეკემბერში
1794774449
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში „ლელოს“მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები მედიასთან შეაფასა.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, მათი თითოეული ნათქვამი ეს არის უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციისა და სამართლებრივი სახელმწიფოსი.
„ლელოს“ წარმომადგენელი საუბრობდა, რომ თითქოს არ უთქვამთ, რომ მათთან ალეკო ელისაშვილი რა შუაშია. ჯერ ერთი, რომ ეს თქვეს და მეორე, ეს პასუხი იმიტომ გააჟღერეს სხდომის დარბაზში, რომ ამაზე მივუთითეთ და ტყუილში ვამხილეთ.
ჩვენ სხდომის მიმდინარეობისას შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ თითოეულ ტყუილზე ადეკვატური პასუხი და სიმართლე ვთქვათ. ამიტომ, როდესაც გარეთ ვაკეთებთ შესაბამის კომენტარს, როგორც ჩანს, ისინი კომენტარებს ისმენენ და შემდეგ ამის საპასუხოდ აკეთებენ განცხადებებს.
მოსამართლეს კითხვა ჰქონდა სიორიძესთან, რომ შეიცვალოს ალეკო ელისაშვილის მსჯავრი და გადაკვალიფიცირდეს იგი სხვისი ნივთის დაზიანება, შეფასდება თუ არა ისევ პოლიტპატიმრადო და პასუხი იყო - დიახ, ისევ პოლიტპატიმარია. ამით დაადასტურეს, რომ „ლელოსთვის“ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რომ რა მსჯავრი ან რა ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, უბრალოდ მათ ასე მიაჩნიათ.
მათ მიაჩნიათ, რომ სამართლებრივი სახელმწიფო არ არსებობს, არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები, იმიტომ, რომ ისინი არ ენდობიან და ისინი თანაზიარი არიან როგორც „ნაცმოძრაობის“, ისე „ახლისა“ და ისე გახარიას პარტიისა.
ისე მოიხსენიებენ მოსამართლეს, სასამართლოს, რომ საერთოდ უნდა შემოიშვებოდნენ თუ არა სხდომათა დარბაზში, ამაზე შესაძლებელია სასამართლოს ცალკე ჰქონდეს პოზიცია.
მათი თითოეული ნათქვამი ეს არის უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციისა და სამართლებრივი სახელმწიფოსი“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.