ნაძვის ხის დადგმის საუკეთესო თარიღები დეკემბერში
1794774449
ისეთი ინიციატივები ჰქონდათ [„ლელოს“], რომელიც არც ბრიტანეთს, არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ დაუწესებია რუსეთისთვის, - აცხადებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე.
დეპუტატი ეხმიანება შალვა პაპუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, რას ამბობს რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით „ლელოს“ წარმომადგენელი სასამართლოში და რას ამბობდა მამუკა ხაზარაძე პარტიის ყრილობაზე.
„ეს ადამიანები ურცხვად და უტიფრად ცდილობენ გაემიჯნონ არათუ იმ ლიდერებს, რომლებიც სხვა პარტიის ხელმძღვანელები იყვნენ 2012 წლამდე, არამედ თავიანთ განცხადებებს, რომლებსაც ასე უხვად ინახავს ტელეარქივი“, - აღნიშნა შალამბერიძემ.