ექსპერიმენტული მედიკამენტი პროსტატის სიმსივნეს ამცირებს და ტკივილს ამსუბუქებს - ახალი კვლევა

პროსტატის კიბო

პროსტატის კიბოს მკურნალობის მიმართულებით მეცნიერებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგან. 
იელის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ ჟურნალ Journal of Clinical Oncology (JCO)-ში გამოქვეყნებული ახალი კლინიკური კვლევის თანახმად, ექსპერიმენტულმა პრეპარატმა -  ბავდეგალუტამიდმა - აჩვენა სიმსივნის აქტივობის შემცირებისა და ტკივილის შემსუბუქების უნარი პროსტატის კიბოს შორსწასული სტადიის მქონე პაციენტებში.

დაავადების მძიმე ფორმა და პრეპარატის ინოვაციური მოქმედების მექანიზმი
მკვლევარებმა შეისწავლეს ბავდეგალუტამიდის ეფექტი მეტასტაზური კასტრაციულ-რეზისტენტული პროსტატის კიბოს მქონე პაციენტებში. ეს არის დაავადების მძიმე ფორმა, რომლის დროსაც სიმსივნეები აგრძელებენ ზრდას ტესტოსტერონის დონის შემცირების შემდეგაც კი, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა ჰქონდათ ჩატარებული. 

ახალი პრეპარატი ფუნდამენტურად განსხვავდება ტრადიციული ჰორმონოთერაპიისგან. ის იყენებს უჯრედებში ცილების დაშლის ბუნებრივ მექანიზმს, რათა გაანადგუროს ანდროგენული რეცეპტორები - ის სტრუქტურები, რომელთა მეშვეობითაც ტესტოსტერონი ასტიმულირებს და აძლიერებს სიმსივნის ზრდას.

კლინიკური კვლევის შედეგები და გენეტიკური მუტაციების როლი
კლინიკური კვლევის პირველ ფაზაში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 420 მილიგრამიანი დღიური დოზა ხასიათდებოდა უსაფრთხოების მისაღები პროფილით ადრე ნამკურნალებ პაციენტებში. მეორე ფაზამ კი დაადასტურა პრეპარატის მაღალი სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა:

განაგრძეთ კითხვა...

✕