500, 700 და 800 ლარი ოჯახებს - ცნობილია ვინ მიიღებს ერთჯერად დახმარებას
1790855264
კონკრეტულ ტელევიზიებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურთ, რაც არ გამოუვათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ის ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს მან 3 მილიონის ქონება 69-ათასიან მიწაში გაცვალა.
„რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. ამჯერად, მთელი გადაცემა მიუძღვნეს, რომ თითქოს 700 კვ. მ მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა მოხდა. ჩემი განმარტება სრულყოფილად არ გასულა ეთერში. საქმე კი მარტივადაა: ავლაბარში გაიცა სამშენებლო ნებართვა სასტუმროს მშენებლობაზე, რაც წარმოადგენს სკვერის ტერიტორიას. ეს არასწორია. რეალურად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეფასდა სამხარაულის ბიუროს მიერ. ასევე, ის კონკრეტული მიწის ნაკვეთიც შეფასდა, რაც მუნიციპალიტეტის საკუთრება იყო. ერთნაირი თანხების შესაბამისად მოხდა ადგილმონაცვლეობა“, – განაცხადა კალაძემ.