ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული მეორე ახალგაზრდის ვინაობაც ცნობილია
1793737694
მურთაზ ზოდელევა და ლაშა ბერიძე ციხიდან დღეს გამოდიან. 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულები საპატიმროს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ტოვებენ.
მოგვიანებით გათავისუფლდებიან ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია.
საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს - ზურაბ ჭავჭანიძეს და ანტონ ვარდანიძეს. მათ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. ორივე მათგანი ციხეს ორი კვირის ვადაში დატოვებს.
შეთანხმების საფუძველზე საპატიმროდან ორ დღეში გამოვა ნანა სანდერსიც.