1746474873
2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისა და დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებები იდენტურია

2022 წელი, ვლადიმირ პუტინის მიერ ლუჰანსკის „დამოუკიდებლობის აღიარების“ დოკუმენტი და 2008 წელი, დიმიტრი მედვედევის მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის აღიარების“ დოკუმენტი იდენტურია.
ორივე დოკუმენტის ტექსტი თითქმის იდენტურია, შეცვლილია მხოლოდ გეოგრაფიული დასახელება და რამდენიმე სიტყვა.
ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.
მან ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას და მოახდინონ ამ რესპუბლიკებთან მეგობრობის დოკუმენტის რატიფიცირება.
21 თებერვალსვე, პუტინმა დონეცკსა და ლუგანსკში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა.