„12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ვადის 2023 წლის ბოლომდე გაგრძელება არის Cancel revolutions“ - დავით მაღრაძე

დათო მაღრაძე

ევროკავშირის 12-პუნქტიანი¬ გეგმის 2023 წლის ბოლომდე გადადება, ჩემი აზრით, არის Cancel revolutions. ქვეყანაში რევოლუციის თემა მოიხსნა, ოღონდ არ ვიცი, რამდენი ხნით და არც ის ვიცი, მოიხსნა თუ გადაიდო. ვფიქრობ, ვადის გაფართოება პოლიტიკური ტემპერატურის დაწევას ემსახურება - ამბობს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტი დავით მაღრაძე. 

მისი თქმით, აშკარაა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების გაწირვას არ ემსახურება და ოპოზიციისთვის სასარგებლო არ არის.

„ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის 2023 წლის ბოლომდე გადადება, ჩემი აზრით, არის Cancel revolutions. ქვეყანაში რევოლუციის თემა მოიხსნა, ოღონდ არ ვიცი, რამდენი ხნით და არც ის ვიცი, მოიხსნა თუ გადაიდო. ვფიქრობ, ვადის გაფართოება პოლიტიკური ტემპერატურის დაწევას ემსახურება. ხელისუფლებას მეტი თავისუფლებისა და ორგანიზებულობის დრო და შესაძლებლობა მისცეს. აშკარაა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების გაწირვას არ ემსახურება და ოპოზიციისთვის სასარგებლო არ არის“ - ამბობს დავით მაღრაძე.