ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების პირობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ოკუპანტების მიერ 24 თებერვლის შემდეგ დაკავებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ NHK-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებული ტერიტორიების დეოკუპაციის გარეშე რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები „რთული იქნება“. ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია დაიბრუნონ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყველა ტერიტორია უნდა დავიბრუნოთ, მაგრამ ამისთვის ფასის გადახდა მოგვიწევს. გვინდა დავბრუნდეთ იქ, სადაც 24 თებერვლამდე ვიყავით. ამის შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით“, - აცხადებს ზელენსკი.