უნდა ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პროგნოზირებს, რომ ომის უახლოესი კვირები რთული იქნება.

„რუსი ოკუპანტები ძალიან ცდილობენ აჩვენონ, რომ არ დათმობენ ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებს, არ დათმობენ ხერსონის ოლქს, ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიასა და დონბასს. სადღაც წინ მიიწევენ, სადღაც რეზერვების მოზიდვას ცდილობენ, სადღაც პოზიციების გაძლიერებას ცდილობენ.

ომის უახლოესი კვირები რთული იქნება და ეს უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ უნდა ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ, გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა და ჩვენი ხალხი, ვინაიდან ოკუპანტებს სურთ წაგვართვან არა მხოლოდ რაღაც, არამედ ყველაფერი რაც გვაქვს, მათ შორის სიცოცხლის უფლება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.