„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს
1790970843
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.
„ყირიმი, ხიდი, დასაწყისი - ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი, რაც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უნდა განიდევნოს“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.
როგორც უკრაინული მხარის განცხადებაშია აღნიშნული, ყირიმის ხიდზე, რომელიც ნახევარკუნძულსა და უკრაინის დანარჩენ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს, საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა. ამჟამად ხიდზე მოძრაობა სრულად შეჩერებულია.