ომის 145-ე დღე უკრაინაში - საოკუპაციო ძალები საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებს არ წყვეტენ, როგორც ქვეყნის აღმოსავლეთ, ისე სამხრეთ ფლანგზე.

რაკეტების სამიზნეში ისევ მოექცა ოდესა. ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, 7-დან ერთი რაკეტა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 6 კი მშვიდობიან სოფელში ჩამოვარდა. თავდასხმის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის, 1 ბავშვი.

აქტიურ კონტრშეტევას და წინააღმდეგობას განაგრძობს უკრაინაც. დასავლეთისგან მიღებული სამხედრო დახმარების წყალობით, სარდლობა ფრონტის ხაზზე ვითარების შედარებით გაუმჯობესებაზე მიუთითებს. შეიარაღებული ძალების ცნობით, ბრძოლის ველზე სიტუაცია რთული და დაძაბულია, თუმცა სრულად კონტროლდება.