პენსია იზრდება - დეტალები ბიუჯეტის პროექტიდან
1790798518
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ქალაქ ვინიცის ცენტრი დაბომბეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის დაღუპულია 12 ადამიანი მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. ქალაქის ცენტრში 50-მდე ავტომობილი იწვის.
საოფისე შენობას 3 რაკეტა მოხვდა. დაბომბვისას დაზიანდა ასევე ოფიცერთა სახლი და ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსები.
როგორც ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი აცხადებს, დაბომბვის ადგილზე ცეცხლი გაჩნდა და ხანძარი ავტოსადგომს მოედო. ხანძრის ლიკვიდაციაზე ამ დროისთვის მეხანძრეები მუშაობენ.