1750446272
VIDEO: დონეცკის ქუჩებში რუსული დროშებით 15-მდე მანქანა გადაადგილდება - ისინი საზეიმო განწყობის შექმნას ცდილობენ

რუსეთის მიერ „აღიარებულ“ დონეცკის ქუჩებში რუსული დროშებით 15-მდე მანქანა გადაადგილდება.
ისინი ცდილობენ, ამ ჟესტით „საზეიმო“ განწყობა შექმნან.
ვიდეო „ტელეგრამზე“ ვრცელდება.
ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.
მან ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას და მოახდინონ ამ რესპუბლიკებთან მეგობრობის დოკუმენტის რატიფიცირება.
21 თებერვალსვე, პუტინმა დონეცკსა და ლუგანსკში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090

სასიხარულო სიახლე ნუცა ბუზალაძის შესახებ
1750397830