როგორი იქნება 2026–2027 წლების ზამთარი - სინოპტიკოსები უპრეცედენტო ოკეანურ ანომალიებზე საუბრობენ
1786298567
უკრაინის განათლების მინისტრი მადლობას უხდის საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას უკრაინელი ბავშვების გვერდში დგომისთვის. სერგეი შკარლოტის განცხადებით, ასზე მეტმა ქვეყანამ გამოყო საგანმანათლებლო სივრცე და გახსნეს კლასები უკრაინელი ბავშვებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული უკრაინელისთვის.
„ეს არის დიდი და ძლიერი მხარდაჭერა უკრაინისთვის ომის პერიოდში. ასზე მეტმა ქვეყანამ გამოყო საგანმანათლებლო სივრცე და გახსნეს კლასები უკრაინელი ბავშვებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული უკრაინელისთვის. უნდა შევიმუშაოთ სტრატეგია, რათა ეს საგანმანათლებლო პროცესი არ შეჩერდეს. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ამ მხრივ ასეთი ძლიერი, მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა შკარლოტმა.