„შაკო, მუდამ ჩვენს გულებში იქნები...“ - ახალგაზრდა კალათბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
1782840229
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დააკავეს პირები, რომლებიც მიკოლაევში სარაკეტო დარტყმების განსახორციელებლად რუსეთს აწვდიდნენ მონაცემებს.
მედიის ცნობით, დაკავებულებს დავალებული ჰქონდათ რუსული სარაკეტო დარტყმების სამიზნეების გამოვლენა, რომლებმაც მიკოლაევში გემთმშენებლობის ინფრასტრუქტურა გაანადგურეს.
„ბოროტმოქმედები მუდმივ ვიზუალურ მონიტორინგს ახორციელებდნენ მტრისთვის საინტერესო ობიექტების შესახებ და ინფორმაციას დახურული ელექტრონული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით კურატორს უგზავნიდნენ“, - ნათქვამია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.