36 ადამიანის საკვებით მოიწამლა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა
1779445140
რუსულმა ძალებმა გასული ღამის განმავლობაში კიევი კამიკაძე დრონების საშუალებით კვლავ დაბომბეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დაბომბვის შედეგად, ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაზიანებულია ენერგეტიკული ობიექტები, რის გამოც ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები ხორციელდება.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინაზე განხორციელდა 51 ავიადარტყმა, ასევე გამოიყენეს 44 ირანული დრონი და 55-ჯერ გახსნეს ცეცხლი რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებიდან. მათი დიდი ნაწილი საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა გააუვნებელყო.
მანამდე კი, 31 დეკემბერსა და ახალი წლის ღამეს რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასირებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა.