გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ნიკოლაევის ოლქში, ბერეზნეჰუვატეს დასახლების გარეუბანში ორ ქალს, რომლებიც ძროხებს აძოვებდნენ, ცეცხლი გაუხსნეს.
ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნიკოლაევის რეგიონალურმა საბჭომ გაავრცელა.
„ოკუპანტები ნიკოლაევის ოლქის დაბომბვას აგრძელებენ. ისინი აზიანებენ და ანადგურებენ სახლებსა და სხვა სამოქალაქო ობიექტებს.
ბოლო 24 საათში ნიკოლაევში 14 ადამიანი დაშავდა. საბედნიეროდ, მათ შორის ბავშვები არ არიან. ყველას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, დიდი მადლობა ექიმებს“, - წერს რეგიონალური საბჭო ფეისბუქის გვერდზე.